Wizz Air-მა ოკუპირებული აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია - კომპანია ბოდიშს იხდის

ლექსო ნოზაძე
Aa

ავიაკომპანია Wizz Air-მა საბორტო ჟურნალში ოკუპირებული აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია, რის გამოც მათ ბოდიში უკვე მოიხადეს და აღნიშნული შეცდომის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.

"გვსურს, ბოდიში მოვიხადოთ ჟურნალში გაპარული უხეში შეცდომის გამო. ონლაინ ვერსიაში ეს შეცდომა უკვე გამოსწორებულია.

ბეჭდურში კი ეს შედარებით დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მალე მთლიანად ჩანაცვლდება ტექსტისა და რუკის შესწორებული ვარიანტით.

"თავად კომპანიას არ აქვს შეხება ჟურნალის ამ ნაწილთან, მასზე დამოუკიდებელი სარედაქციო მუშაობს, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს" - ამბობს კომპანია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები