"ამას გიმალავთ 2 თვეა. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა" - რას ამხელს თამო ვაშალომიძე?

13-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

თამო ვაშალომიძე, "TAMO SKIN"-ის დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით საკუთარ გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავს უზიარებს. ის პირველად იღებს მონაწილეობას ფილმში.

ვაშალომიძე აცხადებს, რომ ეს მისთვის ახალი და ამაღელვებელი გამოწვევაა. როგორც ამბობს, პროექტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორი თვის განმავლობაში საიდუმლოდ უნდა შეენახა.

"ფილმში დამამტკიცეს და ამას გიმალავთ 2 თვეა. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა, ხვალ მაქვს პირველი გადაღება. არ მაქვს უფლება ვთქვა ფილმის და იმ ცნობილი მსახიობების სახელები, ვინც ფილმში მონაწილეობენ", - ამბობს თამო.

მისი გულშემატკივრები და გამომწერები უკვე დიდი ინტერესით ელიან დეტალებს და მის ახალ კინოდებიუტს.




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები