"შეზღუდვები კვლავ მოქმედებს" - რა ხდება რიკოთზე
რიკოთის უღელტეხილთან არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი აკეთებს.
"საავტომობილო ნაკადები მომატებულია, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს"
"ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე ინტენსივობა მომატებულია. შესაბამისად, საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ, ხოლო შვიდი საათის შემდეგ, მათთვის მოძრაობა დასაშვები მხოლოდ გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით იქნება."
"მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია სამშენებლო კომპანია, საზედამხედველო კომპანია და ასევე ჩვენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი" - ამბობს წერეთელი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები