"პატრიარქის ეპისტოლეს პოლიტიკური კუთხით განხილვა არ შეიძლება, მაგრამ.." - მეუფე ნიკოლოზი

ლექსო ნოზაძე
Aa

ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ნიშნით განხილვა არ შეიძლება.

"ამ ეპისტოლეს პოლიკური კუთხით განხილვა არ შეიძლება, თუმცა მას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

"ერთადერთი სურვილი დღეისთვის არის ის, რომ უკრაინის ომი დამთავრდეს, და მთელ მსოფლიოში ეს საომარი მოქმედებები შეჩერდეს. მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქმა ეპისტოლეთი უკრაინის მოვლენები ახსენა." - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მოგეხსენებათ, ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, რომ "ცრუ თავისუფლებით" თავისუფლება არ დაკარგონ. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები