როდის უახლოვდება დედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი - როგორ უნდა დავიცვათ თავი
2025 წლის მაისის ბოლოს დედამიწა ძლიერ გეომაგნიტურ შტორმებს მოელოდება. ასტრონომებისა და მეტეოროლოგების პროგნოზით, 28-დან 31 მაისის ჩათვლით, პლანეტას Kp 5 დონის (ზომიერი) მაგნიტური ქარიშხალი დაატყდება თავს, რაც განსაკუთრებით იმოქმედებს ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებზე. განსაკუთრებული შფოთვის საგანია შტორმის ხანგრძლივობა - ოთხი დღე უწყვეტი ზემოქმედების.
მიუხედავად იმისა, რომ საშიში არ არის, ასეთ პერიოდში მოსალოდნელია სიმპტომები, როგორიცაა უძილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანება ან ენერგიის კლება. სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვთავაზობენ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო დისკომფორტი:
შეზღუდეთ ფიზიკური დატვირთვა, გადადეთ მძიმე ვარჯიში და აირჩიეთ მსუბუქი სეირნობა.
დაიცავით ძილის რეჟიმი - ადრიანად დაძინება ორგანიზმის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
სვით მეტი წყალი - ჰიდრაცია თავის ტკივილებსა და დაღლილობას ამცირებს.
იზრუნეთ სწორი კვებაზე - მიირთვით ბოსტნეული, ხილი, და აირიდეთ მძიმე საკვები.
სტრესი მინიმუმამდე დაიყვანეთ - გამოიყენეთ მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები.
მიიღეთ კონტრასტული შხაპი - ეს ორგანიზმის ტონუსის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
შენობების განიავება - სუფთა ჰაერი ხელს შეუწყობს უკეთეს თვითგრძნობას.
გეომაგნიტური დღეების გადატანა შესაძლებელია. მთავარია, ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მივაქციოთ.