წლის ყველაზე ემოციური მომენტი - სელფი ავიაკატასტროფამდე
ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ფოტო, რომელიც ოდესმე გადაღებულა…
პრატიკ ჯოში ექვსი წელია ლონდონში ცხოვრობს. ის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი იყო და დიდი ხანია ოცნებობდა, რომ ინდოეთში დარჩენილ მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს საზღვარგარეთ ცხოვრების უფლება მიეღო.
რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ, მას ოცნება საბოლოოდ აუხდა, სულ რაღაც ორი დღის წინ, მისმა მეუღლემ, ცნობილმა ექიმმა, დოქტორმა კომი ვიასმა, სამსახური დატოვა. მათ ჩემოდნები ჩაალაგეს და ინდოეთს დაემშვიდობნენ…
დღეს დილით, იმედითა და აღელვებით სავსე ხუთსულიანი ოჯახი ლონდონში მიმავალ Air India-ს რეისზე ავიდა. მათ სელფი გადაიღეს. ნათესავებს გაუგზავნეს, მაგრამ ოცნება მაინც ვერ აიხდინეს.
რამდენიმე წამში, მთელი ცხოვრება ფერფლად იქცა. ეს კი კიდევ ერთი სასტიკი შეხსენებაა, რომ ცხოვრება საშინლად პატარაა. ყველაფერი, რასაც აშენებ, ყველაფერი, რასაც იმედოვნებ, ყველაფერი, რაც გიყვარს, ყველაფერი ძაფზე ჰკიდია