სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის კაცს პატიმრობა შეუფარდა

02-07-2023
გიორგი ზ.
Aa

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 43 წლის კაცს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 100 000-ლარის ოდენობის გირაოს ნაცვლად გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

43 წლის კაცი მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 ივნისს დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია.

საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები