სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან

ლექსო ნოზაძე
Aa

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღეს სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დაწესდა  ავტობუსები უფასოდ ივლიან.

როგორც ცნობილია, სატრანსპორტო საშუალებები მეტროსადგურ დიდუბიდან მუხათგვერდის და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით, დელისის მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენ, მარჯანიშვილის მეტროდან და სადგურის მოედნიდან კუკიის სასაფლაოს მიმართულებიტ, სარაჯიშვილის მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე უფასოდ ივლიან.

აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტობუსები მოქალაქეებს საღამოს რვა საათამდე მოემსახურებიან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები