ხელის მოწერის ცერემონია, რომელიც საჰაერო ბურთზე უნდა გამართულიყო, ტრაგიკულად დასრულდა - რა მოხდა ბრაზილიაში

19-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ბრა­ზი­ლი­ა­ში, სა­ჰა­ე­რო ბურ­თით გაფ­რე­ნა ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. ბურთზე იმ­ყო­ფე­ბო­და 15-მდე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის წყვი­ლი ხე­ლის მო­წე­რის­თვის - რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად.

ძლი­ერ­მა ქარ­მა ბურ­თის ჩა­მო­ვარ­დნა გა­მო­იწ­ვია, რა­მაც 1 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი და­შავ­დნენ.

ბრა­ზი­ლი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მო­ცე­მა G1-ის ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან 27 წლის გაბ­რი­ე­ლა ნა­სი­მენ­ტო და მისი 37 წლის საქმრო, ტი­ა­გო კემ­პი­ნა­სი.

"ქა­რის შე­სა­ხებ ვკი­თხე, რა­ზეც პი­ლოტ­მა მი­პა­სუ­ხა, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას აე­რო­ნავ­ტი­კუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აკონ­ტრო­ლებ­და და რომ დი­ლის 9 სა­ა­თამ­დე უსაფრ­თხო ფრე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და", - გა­ნუ­ცხა­და ნა­სი­მენ­ტომ გა­მო­ცე­მას.

აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და და პი­ლოტ­მა სა­ჰა­ე­რო ბურთზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ულა­მა­ზე­სი იყო, თუმ­ცა კოშ­მა­რად იქცა“, - იხ­სე­ნებს ნა­სი­მენ­ტო.

ნა­სი­მენ­ტომ, მის­მა საქმრომ და მგზავ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ბურ­თი­დან გა­დახ­ტო­მა მო­ა­ხერ­ხეს და გა­დარ­ჩნენ, რად­გან ბურ­თი მა­ღალ­ზე არ იყო. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 27 წლის ჯუ­ლი­ა­ნა პე­რე­ი­რა - G1-ის ცნო­ბით, ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს და ის ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

"ყვე­ლა ყვი­რო­და. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მძი­მედ იყო და­შა­ვე­ბუ­ლი. ის უკვე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო... ტკი­ვი­ლის­გან კვნე­სო­და. პი­ლო­ტიც და­შავ­და",- თქვა ნა­სი­მენ­ტომ.

G1-ის ცნო­ბით, 11 მგზავ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო, ყვე­ლა მათ­გან­მა ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბი­სას მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. გარ­დაც­ვლი­ლი პე­რე­ი­რას ოჯა­ხის თქმით, ის ახ­ლა­ხან და­ქორ­წინ­და და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სიყ­ვა­რუ­ლის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ა­ში 14 ივ­ნისს აღი­ნიშ­ნე­ბა, სა­ჰა­ე­რო ბურ­თით გაფ­რე­ნა გა­და­წყვი­ტა.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ სა­ჰა­ე­რო ბურ­თის პი­ლოტს მხო­ლოდ კერ­ძო ფრე­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ლი­ცენ­ზია ჰქონ­და. ის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რად მარ­თვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები