ქურდობა თბილისში - არასრულწლოვნებმა მაღაზია გატეხეს და ფული წაიღეს

02-07-2023
გიორგი ზ.
Aa

ახალგაზრდებმა მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მოხდა. როგორც ცნობილია, წაღებულია თანხა.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში რამდენიმე ადამიანი ჩანს. მაღაზიის მეპატრონე ეჭვობს, რომ ისინი არასწრულოვნები არიან. მისი თქმით, ბოლო 10 დღეში ეს ქურდობის უკვე მეორე შემთხვევაა.

“დიდი ალბათობით არასრულწლოვნები იყვნენ. შედიან ფეხის დარტყმით, შეამტვრიეს კარი. წინაზე მხოლოდ კარი შეამტვრიეს, ახლა უკვე მინა მთლიანად გაფუჭებულია, საკმაოდ იდი ზარალია. 10 დღის განმავლობაშ 2 შემთხვევა იყო, მაგრამ წინა თვეების განმავლობაშიც გვქონდა მსგავსი შემთხვევა, მაშინ განვაცხადეთ, მაგრამ რადგან რეაგირება არ მოჰყვა, აღარ გავაკეთე განაცხადი", - ამბობს მაღაზიის მეპატრონე.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები