5-დღიანი ძებნის შემდეგ, რუსთავში 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვნეს

03-07-2023
გიორგი ზ.
Aa

რუსთავში 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდას  5 დღე ეძებდნენ.

14 წლის გიორგი ზაქარაშვილი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მეგობრებთან ერთად მდინარე მტკვარში შევიდა და დინებამ გაიტაცა.

ბიჭის გაუჩინარების დღიდან მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. პროცესში მაშველებთან და მყვინთავებთან ერთად, კინოლოგებიც ჩაერთნენ. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები