"ახალგაზრდამ მოხუცი ხალხი პენსიის რიგში ჩახოცა..." - საზარელი ტრაგედია კახეთში
გურჯაანში საზარელი მკვლელობა მოხდა. სოფელ ველისციხეში 31 წლის მამაკაცმა ორი მოხუცი, გივი კობერიძე და მერაბ ზალუაშვილი მოკლა.
როგორც ცნობილია, გიორგი ფარსადანიშვილმა მკვლელობა მაშინ ჩაიდინა, როცა მოხუცები პენსიის ასაღებად რიგში იდგა.
დამნაშავემ 71 წლის მეზობლებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალნენ.
როგორც მეზობლები ამბობენ, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებუსლსა და ერთ-ერთ მოხუცს შორის შელაპარაკება მოხდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები