კაცმა შვილის 9 წლის გერზე იძალადა - საზარელი შემთხვევა რუსთავში

07-07-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

მამაკაცს, რომელმაც შვილის 9 წლის გერზე იძალადა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, რუსთავში, ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა შვილის არასრულწლოვან გერზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები