ბორჯომში ღამის საათებში მკვლელობა მოხდა
ბორჯომში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია, მოკლულია 24 წლის ახალგაზრდა დავით ხაჩიძე.
მკვლელობა დღეს, სავარაუდოდ, ღამის საათებში პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკლული ბორჯომში ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. იგი კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები