ევერესტთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

11-07-2023
გიორგი ზ.
Aa

მწვერვალ ევერესტთან უცხოელი ტურისტებით სავსე ვერტმფრენის ჩამოვარდა.

ნეპალელ მფრინავს უცხოელი ტურისტები ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მიჰყავდა, მანამდე კი მათ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი დაათვალიერებინა.

ბორტზე მფრინავის გარდა 5 ტურისტი იმყოფებოდა. ექვსივე მგზავრი დაღუპულია.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა ხმელეთთან კონტაქტი აფრენიდან რამდენიმე წუთში დაკარგა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები