კახა კალაძის თქმით, თბილისის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება

გიორგი ზ.
Aa

24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ საშუალებით ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფი“ განახლებული ტექნიკით ქუჩებს სისტემატურად მორეცხავს. მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვს.

თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარება. როგორც ყოველთვის, გვერდით გვიდგანან.

მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან უნდა დავიწყოთ სამუშაოები

– განაცხადა კახა კალაძემ.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები