გუშინ ღამით ნოდარ მელაძე გაძარცვეს - რა ნივთი მოიპარეს ჟურნალისტის ავტომობილიდან

14-07-2023
გიორგი ზ.
Aa

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ თბილისში, ლესელიძის ქუჩაძე, ამავე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მანქანა გაძარცვეს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას ავტომობილში ყველაფერი არეული, გადმოყრილი დახვდა. წაიღეს მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა. მელაძის თქმით, სხვა ყველა ნივთი ადგილზე დახვდა.

მან აღნიშნა, რომ ეს ძარცვის იმიტაციაა.

"ეს იყო ძარცვის იმიტაციის, ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა იმიტომ, რომ ეს რომ ყოფილიყო რიგითი ძარცვა, ამ შემთხვევაში მანქანიდან წაიღებდნენ იმას, რაც ნახეს, ჩემი საათი ბავშვის საათი, სათვალე, პირადი ნივთები, რასაც ნებისმიერი ადამიანი მანქანაში ინახავს, ყველაფერი არის მანქანაში, არაფერზე ხელი ნახლები არ არის, წაღებულია მხოლოდ სამსახურებრივი გარე მეხსიერების ბარათი, სადაც როგორც ჟურნალისტი მასალის გადასაწერად და გადმოსაწერად ვიყენებდი.

ინტერესი ჰქონდათ საბუთების მიმართ, რომელიც მქონდა მანქანაში შესანახ ყუთში და გადმოყრილი იყო და სულ მიმოფანტული იყო ეს ფურცლები, ეძებდნენ რაღაც კონკრეტულ საბუთს, როგორც ჩანს და წაღებულია ყურსასმენები, რომლებიც მედო გარე მეხსიერების ბარათიდან ერთად…

თავდაპირველად დაიწყო ვერბალური მუქარები იცით, რომ იქნებოდა თავდასხმა ჩემზე. კოკა კაციტაძის უწყება, რომელიც დახელოვნებულია საქმეების თაროზე შემოდებით, ამ საქმეს უკვე ორი კვირაა იძიებს და ახალია ის ჩემთვის, როგორც დაზარალებულისთვის, რომ ახალი არაფერი არ არის, ახლა უკვე გადავიდნენ მოქმედებაზე და კონკრეტულად იყო ასეთი ძარცვის იმიტაციის დაშინების მცდელობა…

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობის რეკორდი აქვს სპეცსამსახურებს ჩვენს ქვეყანაში, მე ამჯერადაც გავაკეთე შეტყობინება 112-ში. დაახლოებით, დილით 8 საათამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და მთელი ღამე გავათენე იქ, გამომძიებლებთან ერთად, რომლებმაც აიღეს თითის ანაბეჭდის ნიმუშები, სხვადასხვა ექსპერტიზისათვის საჭირო მასალები, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ იმიტომ, რომ ძალიან მარტივად შეძლო პოლიციას, გუშინ გადაახვია კამერები, ნახა, იცის გადაადგილების მარშრუტი, ეს ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, ახლა წესით დაკავებული უნდა ჰყავდეთ, მაგრამ ჟურნალისტებთან წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გომელაურის უწყება უბრალოდ ახალისებს და არ იძიებს“, - აცხადებს ნოდარ მელაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები