მკვლელობა კახეთში - 71 წლის ქალი სანადირო თოფიდან გავარდნილ ტყვიას ემსხვერპლა

ლექსო ნოზაძე
Aa

18 წლის ბიჭმა 71 წლის ქალს სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა კახეთში, კერძოდ, ახმეტაში მოხდა.

როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო მოხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მკვლელობას წინ უძღვოდა სიტყვიერი დაპირისპირება. შემდეგ კი ახალგაზრდა მამაკაცი თოფიდან უმისამართოთ ისროდა. იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ კი ქალს სახის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის უკვე დაკავებულია. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები