“16 წლის გოგო ქორწილიდან მოტყუებით გაიტაცეს” – ფონიჭალაში მომხდარი შემთხვევის დეტალები
ფონიჭალაში, 22 წლის ბიჭმა, ცოლად მოყვანის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა.
ირკვევა, რომ გოგონა ქორწილიდან გაიტაცეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა. ნათესავმა ის მოტყუებით გარეთ გაიყვანა.
სამართალდამცავებმა გატაცების ფიგურანტი 4 პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, მოზარდი ქორწილიდან მანქანით გაიტაცეს.
შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები