ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ბაღის მასწავლებელი, რომელსაც 25 ბავშვი მოწამლა
ინეთში, ჰენანის პროვინციაში სიკვდილით დასაჯეს საბავშვო ბაღის 39 წლის მასწავლებელი, ვანგ იუნი, რომელსაც ბრალად მოსწავლეების მოწამლა ედებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ვანგ იუმ 2019 წელს შეიძინა ნატრიუმის ნიტრიტი, მას შემდეგ, რაც კოლეგასთან დაპირისპირება მოუვიდა.
შემდეგ დღეს, ბაღში, მან აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ბავშვებისთვის მომზადებულ ფაფას დაუმატა, რამაც გამოიწვია ერთის გარდაცვალება, ხოლო 24 ბავშვის დაშავება.
იუნმა სცადა სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრება, თუმცა, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ინფორმაციით, განაჩენი 13 ივლისს აღსრულდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები