საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სუდანში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას აკეთებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სუდანში მიმდინარე მოვლენებთან და იქ მყოფ ქართველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამინისტრო და საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, მათი ოჯახის წევრებთან და დამსაქმებელ კომპანიებთან;
აგრეთვე, მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დამატებით ხორციელდება სამუშაოები სუდანში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად. ასევე, უწყება თვალს ადევნებს სუდანში მიმდინარე პროცესებს და ინფორმირებულია იქ არსებული ვითარების შესახებ." - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები უკვე მეოთხე დღეა, რაც ევაკუაციის მოლოდინში არიან.