"სათანადო დიაგნოზის დასმა ვერ შეძლო, რის გამოც, პაციენტი გარდაიცვალა..." - თბილისში ორ ექიმს პატიმრობა მიესაჯა

ლექსო ნოზაძე
Aa

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლობ მშობიარე ქალის დაღუპვის საქმეზე ორი ექიმი დამნაშავედ ცნო.

როგორც ცნობილია, საუბარია 2018 წლის 10 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე. სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება "ნინოს" მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, ერთ-ერთ ექიმს, რომელსაც სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეჩერებული ჰქონდა, პაციენტის მეთვალყურეობა გადააბარა.

„მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა.

მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო  საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა“, — აცხადებს პროკურატურა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები