2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლის წესები შეიცვლება

ლექსო ნოზაძე
Aa

2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება სავალდებული გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მსურველმა პირმა აღნიშნული დოკუმენტი "ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან" ანუ ETIAS-დან უნდა მიიღოს.

"ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.

გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში" - ნათქვამია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები