დებმა საკუთარი გატაცება გაითამაშეს და დედისგან გამოსასყიდი მოითხოვეს
ნიგერიის შტატ ონდოში მცხოვრებმა 13 და 15 წლის დებმა საკუთარი გატაცება გაითამაშეს და დედისგან გამოსასყიდი მოითხოვეს. ინფორმაციას Gistreel ავრცელებს.
პოლიციამ გოგონები გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ, ქალაქ ოკაში იპოვა.
დებმა გატაცების ინსცენირება აღიარეს. მათი თქმით, სურდათ, რომ დედაზე, რომელიც შვილებს ხშირად ცემდა, შური ეძიათ.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება გოგონების მოქმედების ნამდვილი მოტივების დასადგენად.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტმა ოჯახისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხვის დამალვა გადაწყვიტა და საკუთარი გატაცება გაითამაშა. საბოლოოდ, ყოფილი სტუდენტი ოთხი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები