ქობულეთში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დიდ ბრიტანეთში დააკავეს
გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.
გიორგი ალხანიშვილი ქობულეთის სოფელ ლეღვაში სტუმრად იმყოფებოდა რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა.ბ-მ მას ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
“ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა”, - წერია უწყების განცხადებაში.