კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდამ 2022 წელს „ალტ-ინფოში“ მილიონი ლარი შეიტანა

22-07-2023
გიორგი ზ.
Aa

პრორუსული ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულობაა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, სადაც ტელეკომპანიები საკუთარი შემოსავლების შესახებ აქვეყნებენ მონაცემებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას.

სწორედ კოკა მორგოშიას 80 წლის მამიდა, პენსიონერი ციალა მორგოშიაა თანხის ოფიციალური შემტანი ტელეკომპანია "ალტ-ინფოში", რომლის ეთერიდანაც მუდმივად ისმის ანტიდასავლური და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები.

საიდან აქვს პენსიონერ ციალა მორგოშიას მილიონები, რომ  პრორუსულ  ალტ ინფოში შეიტანოს? მორგოშია ამტკიცებს, რომ მამიდას დანაზოგი ჰქონდა

"[მამიდაჩემის] პირადი დანაზოგიდან მიდის თანხა, რომელიც აისახება [ტელევიზიის] ანგარიშზე... მამიდაჩემის წარმომადგენლობა აქვს რამდენიმე ადამიანს და ისინი ახორციელებენ ამას...

ამ რეალობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ "ალტ-ინფოსთვის" შექმნილი პრობლემა მის გაძლიერებას ნიშნავს. ყოველთვის ნახავს [დაფინანსების] გზას", - ამბობს მორგოშია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები