წერეთლის გამზირზე 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის გამზირზე დღეს, 23:00 საათიდან საავტომობიულო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღნიშნული ფაქტი, წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციას უკავშირდება.
მერიის განცხადების თანახმად, სამუშაოების სირთულიდან გამომადინარე, წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
ამის შესახებ კი საზოგადოება შესაბამის ცნობებს პერიოდულად მიიღებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები