ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს - პროცესი გადაიდო

ლექსო ნოზაძე
Aa

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასმხაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული პროცესი, სწორედ, ამ მიზეზის გამო გადაიდო.  

აღნიშნული ექსპერტიზის პასუხები კი პროკურატურამ მოითხოვა.

მოგეხსენებათ, ესებუამ 2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკში შეიჭრა, მძევლად აიყვანა 40-ზე მეტი ადამიანი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ თანხა მოითხოვა, რის შემდეგაც იგი მიიმალა.

2 წლიანი ძებნის შემდეგ კი ბრალდებული სამეგრელოს სოფელ ჯიხაშკარში აიყვანეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები