ბათუმში მამაკაცი დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები TV25.GE-ის უყვებიან, კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
"ელექტროენერგიის ხაზი დაზიანდა, ადგილობრივებმა შესაკეთებლად გამოიძახეს და შემთხვევაც იმ დროს მოხდა.
დენმა დაარტყა და დაიღუპა", - უყვება თვითმხილველი TV25.GE-ის.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებით დეტალებს ვარკვევთ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები