ლომი, რომელსაც ბერლინის გარეუბანში ეძებდნენ, გარეული ღორი აღმოჩნდა - ახალი ინფორმაცია

23-07-2023
გიორგი ზ.
Aa

ბერლინის პოლიციის განცხადებით, ლომი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ბერლინის გარეუბანში ეძებდნენ, გარეული ღორი აღმოჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე მასობრივი ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა ლომის ან სხვა დიდი მტაცებლის კვალი ვერ იპოვეს.

ვიდეო კადრები, რომლის საფუძველზეც ძებნა მიმდინარეობდა, ორმა ექსპერტმა გამოიკვლია. დადგინდა, რომ ცხოველი, რომელიც ვიდეოში ჩანდა, დიდი ალბათობით, გარეული ღორი იყო.

21 ივლისს სამძებრო სამუშაოები შეწყდა.

ცნობისთვის, ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში პოლიციამ გარეული ცხოველის ძებნა 20 ივლისს დაიწყო. თავდაპირველად სამართალდამცველებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენიშნეს დიდი ზომის კატისებრი ცხოველი, რომელიც, მათი თქმით, შესაძლოა ლომი იყოს. 

კლაინმანხნოვის და ბრანდერბურგის პოლიციამ გარეულ ცხოველზე ძებნა შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძუ ლომი არ გადაადგილდებოდა.

გერმანიის დედაქალაქთან ახლოს ათასობით გარეული ტახი ბინადრობს. 2020 წელს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორ მოპარა ლეპტოპი გარეულმა ტახმა შიშველ პირს, რომელიც ტბის სიახლოვეს ირუჯებოდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები