რიკოთის ავტობაზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ - პროტესტი სამუშაო პირობებს ეხება
რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე მომმუშავე მძღოლები გაიფიცნენ.
როგორც ირკვევა, ჩინური კომპანიის 14 მძღოლი სამუშაო პირობებსა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას აპროტესტებენ.
"8 საათიანი სამუშაო დღე და ხელფასის სახით 50 ლარი გვინდა. ამ ეტაპზე დღეში, 9 საათიან სამუშაოში 33 ლარს გვიხდიან. გარდა ამისა, 12 ტონიანი მანქანებით 50-60 ტონა ტვირთი დაგვაქვს. თანაც ძალიან რთულ მონაკვეთებზე, სადაც მეწყრული ზონებია.
"როცა გვირეკავენ, უპრობლემოდ მივდივართ, რადგან გზა არ დაიკეტოს, მაგრამ 33 ლარზე ამხელა მანქანაზე არავი იმუშავებს." - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები