უზენაესმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

ლექსო ნოზაძე
Aa

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

სასამართლომ დაუშვებლად ცდნო განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დარცა.

"ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს მსჯავრდებულებმა, გვიან ღამით შურისძიების მოტივით, მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, სასამართლომ სასლეჯის სახით სამ პირს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ორ პირს კი, როგორც არასრულწლოვნებს, 1- წლით და 6 თვით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები