"უმეტესად, მგზავრები გაუმართავ ტრანსპორტს გადაჰყავს" - ინსპექტირების ცენტრის განცხადება
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია რომ თბილისის ავტობუსების უმეტესობას ინსპექტირება გავლილი არ აქვს.
მათი ინფორმაციით, სულ საქართველოში 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსია რეგისტრირებული და აქედან 36 560-ს ისეთი სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენენ, რომელთაც ინსპექტირებაზე ერთხელაც არ გამოცხადებულან.
"უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ტრანსპორტს" - აცხადებს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაცია.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ინსპექტირება მხოლოდ 18 650 ავტობუსმა გაიარა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები