კაცმა, რომელმაც არასრულწლოვან გოგონებს სცემა, 2.6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ლექსო ნოზაძე
Aa

ბათუმის საქალაქო სასამარტლომ კაცს, რომელმაც 2 არასრულწლოვანი გოგონა ქუაჩაში სცემა, 2.6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი 2022 წლის ბოლოს მოხდა. ბრალდებული ორ გოგონას მათი გარეგნობის გამო თავს დაესხა, აგინა და ფიზიკურადაც გაუსწორდა.

დაზარელებულები დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ. მათ ჩვენებაში განაცხადეს, რომ კაცის აგრესიის მიზეზი პირსინგი, ტატუები და თმის ფერი იყო.

პროკურატურამ დამნაშავეს ბრალი დისკრიმინაციული მოტივით, ფიზიკური ძალადობის მუხლით წარუდგინა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები