სინგაპურში, 20 წლის შემდეგ პირველად, ქალს სიკვდილით დასჯიან

27-07-2023
გიორგი ზ.
Aa

სინგაპურში, 20 წლის შემდეგ პირველად, ქალს სიკვდილით დასჯიან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სინგაპურის მოქალაქე, 45 წლის სარიდევი ჯამანი, დამნაშავედ 2018 წელს, 30 გრ. ჰეროინის რეალიზების ბრალდებით ცნეს.

ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კანონი სინგაპურს აქვს, რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯა 15 გრამზე მეტი ჰეროინისა და 500 გრამზე მეტი კანაფის რეალიზაციის ბრალდების დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები