ლაზარე გრიგორიადისის ბაბუას სურს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს
მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე ამობობს, რომ სურს, მისი შვილიშვილის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამარლომ განიხილოს.
"მე ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც შემიძლია. ლაზარე მხნედ არის. პირიქით, ის იქიდან მამხნევებს, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო."
"არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს საქმე ნაფის მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. მგონი, ამ მუხლებს არ ეხება და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ამ ინიციატივით შევიდნენ." - აცხადებს გია კალანდაძე.
აქვე გეტყვით, რომ კანონმდებლობის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებებზე მოქმედებს. მაგალითად, განზრახ მკვლელობა, ტრეფიკინგი და ა.შ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები