როინ შავაძის საქმეზე 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

29-07-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე 10 პირს პატიმრობა შეეფარდა.

სხდომას 8 ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფასებას, დაცვის მხარე კი მათ 10-15,000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო. ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ საქმის ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები