ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლექსო ნოზაძე
Aa

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საუბარია 2022 წლის 9 ოქტომბერს თელავში მომხდარ ფაქტზე, რის შემდეგაც დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

როგორც ირკვევა, მის წინააღმდეგ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მამაკაცს ყოფილი ცოლის სახლთან მიახლოება არ შეეძლო, თუმცა მან ეს დაარღვია და რამდენიმე დღეში ყოფილი მეუღლის საცხოცრებელ სახლში მივიდა.

თელავის რაიონულმა სასამარლთომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პიროვნება დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები