გომის მთაზე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამოტრიალდა - რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე

30-07-2023
გიორგი ზ.
Aa

ოზურგეთში, გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა.

შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.

როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ.

ირკვევა ისიც, რომ დაღუპული მგზავრი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ტურისტებს გიდობას უწევდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები