პოლიციამ ბათუმში პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა
"ამ წუთას პოლიციამ ბათუმის პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა. ასე იცავენ ოკუპანტებს ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჰყვებიან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
პორტთან აქციის გამართვას კი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აპირებენ.
ისინი შეკრებას დღეს ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ და დილის 07:00 საათზე გემის დახვედრას პროტესტით აპირებენ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები