შემზარავი ავარიის დეტალები - რას ამბობენ თვითმხილველები გომის მთაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე

31-07-2023
გიორგი ზ.
Aa

30 ივლისს, გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი გიდი იყო და საქართველოს მოქალაქეა.

თვითმხილველის თქმით, დაშავებულებს შორის არიან ტურისტები. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო სამსახური, მუშაობენ სამართალდამცველებიც.

კურორტ გომისმთაზე ამ დრომდე გრძელდება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულების დრო რამდენჯერმე გადავადდა. გომისმთაზე ასვლა ოზურგეთიდან მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები