რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქის გატაცება სცადეს

ლექსო ნოზაძე
Aa

21 აპრილს ქარელის სოფელ ჭვრინისთან ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მოქალაქეებმა ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და შემდეგ, პოლიციის გამოჩენის თანავე თავდამსხმელებმა ტერიტორია დატოვეს.

მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე აღარ ემუქრებათ. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები