"42 გრადუსი ტემპერატურა, მოსალოდნელია, რომ...", - რა საგანგაშო განცხადებას ავრცელებენ ქართველი სინოპტიკოსები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აცხადებს, რომ აგვისტო საქართველოში ნორმაზე 2-3 გრადუსით ცხელი იქნება. მისი თქმით, ცალკეულ რაიონებში ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსსაც მიაღწიოს.
აგვისტო, ნორმასთან შედარებით ცხელია - დასავლეთ საქართველოსთვის, სანაპირო რაიონისთვის 1-2 გრადუსით მაღალი იქნება კლიმატურ ნორმასთან შედარებით, კოლხეთის დაბლობზე, მთიან რაიონებსა და აღმოსავლეთით, ქართლში ასევე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო კახეთში 2-3 გრადუსით.
ცალკეულ რაიონებში შეიძლება ტემპერატურამ მიაღწიოს 40-41 გრადუსს, შესაძლებელია 42-საც. საკმაოდ ცხელი ზაფხული გველოდება“, - ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები