"დროულად უნდა მოგვარდეს" - ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის პრეპარატზე
სახალხო დამცველი ლევან იოზელიანი აქონდროპლაზიის პრეპარტთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს პრობლემა, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს, რადგან თითოეული დღე მნიშვნელოვანია.
"მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული.
სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები.
მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია." - წერს იოსელიანი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და ითხოვენ, რომ სახელმწიფომ პრეპარატის შემოტანა უზრნველყოს.