"მე ისეთი მიყვარს ჩემი შვილი, როგორიც არის, მაგრამ..." - მთავრობის კანცელარიასთან აქცია გრძელდება

ლექსო ნოზაძე
Aa

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვშვების მშობლები უკვე მეხუთე დღეა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ.

მათი მოთხოვნა, კონკრეტული პრეპარატის შემოტანაა, რაც მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ძვირადღირებული წამლის შემოტანის მოთხოვნით შეკრებილი მშობლებს სურთ, რომ პრემიერი შეხვდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა.

"ჟანგბადი გაუკეთეო მეუბნებიან, წამალი არ უშველისო. მე ისეთი მიყვარს ჩემი შვილი, როგორიც არის, მაგრამ შარვალს როგორ იცმევს იცით?" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები