"გადავიხდი 5000 დოლარს, ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს" - 12 წლის ანის დედა მიმართვას ავრცელებს
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
როგორც ის წერს, შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად, ინფორმაციისთვის 5 000 დოლარს გადაიხდის.
"გთხოვთ გააზიაროთ!!! გადავიხდი 5000 დოლარს, ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12 წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად.
ანონიმურობა დაცული იქნება სრულად", - წერს ნატო ხუტაშვილი ფეისბუქზე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები