"რატომ არ დგას მუდმივად ერთი ვერტმფრენი ონში?" - რას წერს დიმიტრი სილაქაძე
ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"რატომ არ დგას მუდმივად ერთი ვერტმფრენი ონში, ერთი ამბროლაურში, ერთი მესტიაში, ერთი ყაზბეგში, ერთი ხევსურეთში, ერთი თუშეთში, ერთი მთიან აჭარაში და კიდევ ორ-ორი თბილისსა და ქუთაისში? შეუძლებელია 10-12 ვერტმფრენი ყავდეს ქვეყანას? არაა, საერთოდაც არა, სიტყვიერად სულ ამბობენ ვიყიდით, გვეყოლება, ისა ესა. მოხდება ტრაგედია, მერე გამოცხადდება გლოვის დღე, დაეშვება დროშები და არაფერი , სხვა არაფერი. არც პასუხისმგებელი, არც ახალი ტექნიკა და არაფერი.
იტყვი რამეს, გამოხტებიან და ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობთო, თქვე ვირისთავებო სტიქია არცერთი მთავრობის მომხრეს თუ მოწინააღმდეგეს არ არჩევს და ყველა უნდა ითხოვდეთ და ვითხოვდეთ , რომ რამდენადაც შესაძლებელია პრობლემის მოგვარების ტექნიკური საშუალებები გვქონდეს.
კი, მართალია, რამდენი ვერტმფრენიც არ უნდა გვყავდეს და რა ინფრასტრუქტურაც არ უნდა იყოს აწყობილი, სრულად ვერ გამოვრციხავთ ტრაგედიებს, მაგრამ მნიშვნელოვნად შევამცირებთ მსხვერპლის რაოდენობას. ახლა კი ამ სიტუაციაში არც მოქალაქეა დაცული და არც თავად მაშველი, რომლებიც ტექნიკის და ფიზიკური ზღვარის მიღმა მუშაობენ რათა სხვები გადაარჩინონ", - ვკითხულობთ პოსტში.