"ადგილიდან ვერ დავიძარით, მეწყერმა ორჯერ წაგვიღო.." - რას ჰყვება კაცი, რომელმაც თავისი 5 წლის დისშვილი გადაარჩინა
23 წლის დავით ჯალაძე, რომელმაც თავისი 5 წლის დისშვილი შოვში, მიწის მასიდან ამოიყვანა, შეიძლება ითქვას, რომ დღის გმირად იქაცა.
იგი სტიქიის შესახებ "ფორმულასთან" ჰყვება.
"შოვიდან მოვდიოდით, მინერალური წყლის ასაღებად ვიყავით. ადგილიდან ვეღარ დავიძრით. წინიდან და უკნიდან მეწყერი მოდიოდა. საშინელება იყო.
ორი ავტომობილით ვიყავით. ის მანქანები წაიღო წყალმა, გადმოსვლა მოვასწარით. როგორღაც გადავრჩი.
ორჯერ წაგვღო მწყერმა მე და ჩემი დისშვილი. ღმერთმა გადაგვარჩინა. ჩემო იჯახი, ყველანი გადავრჩით, სხვების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია." - აცხადებს ჯალაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები