სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

04-08-2023
გიორგი ზ.
Aa

რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

ამ დროის მონაცემებით, საერთო ჯამში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები