პირს. რომელიც ღარიბაშვილის მამის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, ბრალი წარედგინა
პირი, რომელიც დედოფლისწყაროში პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახლს სატვირთო ავტომანქანით დაეჯახა, ბრალი წარედგინა.
როგორც ირკვევა, გიორგი გოჩიტაშვილს ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა ედება.
დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
"დუმილის უფლებას იყენებს, ბრალთან დაკავშირებით არავითარი აზრი არ დაუფიქსირებია. ბატონ გიორგის წარედგინა ბრალდება 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას." - აცხადებს ადვოკატი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები